Sunday, 7 September 2014

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ინსტრუმენტები ვისწავლეთ Powerpoint-ში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დაგვეხმარება ვიზუალურად ძალიან საინტერესო და ეფექტური პრეზენტაციის შექმნას შევძლებთ და ასევე დავეხმარებით მოსწავლეებს კარგი პრეზენტაციის გაკეთებაში. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და იმ თანმიმდევრობას, რომელიც უნდა იყოს დაცული ამ პრეზენტაციაში. ამ ყველაფერზე პრაქტიკულადაც ვიმეცადინეთ. შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი პრეზენტაცია, რომელშიც თანმიმდევრობით იყო მოცემული პროექტის მიზანი, მიმდინარეობა, შედეგი და სხვა.
 შემდგომი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეფასების რუბრიკების განხილვა. ტრენერმა მიგვითითა რესურსები, სადაც შევძლებთ ვნახოთ შეფასების რუბრიკები. საკმაოდ მრავალფეროვანი რუბრიკები განვიხილეთ, რომლებსაც შევძლებთ მოვარგოთ ჩვენს პროექტს, თითქმის ყველა უნარის შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და პრაქტიკული თვალსაზრისით საკმაოდ გამოსადეგი დღე იყო.

No comments:

Post a Comment