Saturday, 27 September 2014

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღეც ჩვეულებრივ განვლილი მასალის შეჯამებითა და გამეორებით დაიწყო. რადგან ბოლო დღე იყო, დაგეგმილი იყო, რომ უნდა წარმოგვედგინა ტრენინგის მონაწილეებისათვის ის პროექტები, რომლებზეც ამ 9 დღის განმავლობაში ვმუშაობდით. თუმცა გარდა ამისა, ტრენერმა კიდევ ახალი ინსტრუმენტებიც გვასწავლა ბლოგში მუშაობის. კერძოდ, თავდაპირველად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა აგვერტვირთა ელექტრონული ფოსტიდან დოკუმენტაცია პირდაპირ ბლოგზე და ასევე თუ როგორ გავაკეთოთ ბლოგზე რამოდენიმე გვერდი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩემი ბლოგი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, და ორგანზიებულად იყო მასზე ინფორმაცია მოცემული.
ამის შემდგომ კი, წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები. საკმაოდ ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინეთ, განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის პროექტები, რაც შემდგომში დამეხმარება გავითვალისწინო სხვადასხვა დეტალი პროექტის დაგეგმვისას და განხორციელებისას.
ზოგადად, ტრენინგი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც კი აქამდე გამივლია, რადგან ამ ტრენინგის შედეგად ვისწავლე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რაც დამეხმარება ვიყო წარმატებული მასწავლებელი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს მასწავლებელი 21-ე საუკუნეში.

No comments:

Post a Comment