Friday, 12 September 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე, როგორც ყოველთვის, წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხი იყო მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება. შესაბამისად, ტრენერმა გაგვაცნო არაჩვეულებრივი Powerpoint-ის პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო თუ მოსწავლეთა რა საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობისას. კერძოდ, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დაწვრილებით განვიხილეთ, რა ტიპის დავალებების მიცემაა შესაძლებელი ამა თუ იმ ინტელექტის მქონე მოსწავლეთათვის. შემდეგ კი ტრენერმა დაგვავალა შეგვედგინა კონკრეტული დავალება ერთი რომელიმე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისათვის (ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც სუსტი, ასევე მაღალი საჭიროების მქონე მოსწავლე), რომელსაც დაევალებოდა რაიმე კონკრეტული დავალების ან აქტივობის განხორციელება მისი უნარებიდან გამომდინარე, რასაკვირველია ჩვენი პროექტის შესაბამისად. ეს ყოველივე დამეხმარება სწორად მოვარგო დავალებები მოსწავლეთა საჭიროებებს, ისე რომ ყველა ტიპის მოსწავლე იყოს თანაბრად ჩართული პროექტზე მუშაობის პროცესში.
შემდგომი საკითხი შეეხებოდა კვლავ ბლოგზე მუშაობას, უფრო კონკრეტულად, დღეს ვისწავლეთ ბლოგში HTML გაჯეტის ჩასმა, მაგალითად საათის და ა.შ.
და ბოლოს კვლავ პროექტის გეგმებს დავუბრუნდით, რომელშიც დაწვრილებით აღვწერეთ და შევავსეთ ყოველი პუნქტი. დღეს დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
ტრენინგის მეშვიდე დღე, წინა დღეების მსგავსად, ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო..

No comments:

Post a Comment