Saturday 27 September 2014

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღეც ჩვეულებრივ განვლილი მასალის შეჯამებითა და გამეორებით დაიწყო. რადგან ბოლო დღე იყო, დაგეგმილი იყო, რომ უნდა წარმოგვედგინა ტრენინგის მონაწილეებისათვის ის პროექტები, რომლებზეც ამ 9 დღის განმავლობაში ვმუშაობდით. თუმცა გარდა ამისა, ტრენერმა კიდევ ახალი ინსტრუმენტებიც გვასწავლა ბლოგში მუშაობის. კერძოდ, თავდაპირველად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა აგვერტვირთა ელექტრონული ფოსტიდან დოკუმენტაცია პირდაპირ ბლოგზე და ასევე თუ როგორ გავაკეთოთ ბლოგზე რამოდენიმე გვერდი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩემი ბლოგი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო, და ორგანზიებულად იყო მასზე ინფორმაცია მოცემული.
ამის შემდგომ კი, წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტები. საკმაოდ ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინეთ, განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის პროექტები, რაც შემდგომში დამეხმარება გავითვალისწინო სხვადასხვა დეტალი პროექტის დაგეგმვისას და განხორციელებისას.
ზოგადად, ტრენინგი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რაც კი აქამდე გამივლია, რადგან ამ ტრენინგის შედეგად ვისწავლე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რაც დამეხმარება ვიყო წარმატებული მასწავლებელი, ისეთი, როგორიც უნდა იყოს მასწავლებელი 21-ე საუკუნეში.

Saturday 13 September 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მერვე დღე განსაკუთრებით საინტერესო და ცოტა რთულიც იყო. თავდაპირველად გავეცანით ფასილიტაციის ცნებას, განვიხილეთ კონკრეტულად რას ნიშნავს ფასილიტაცია, დავათვალიერეთ კონკრეტული მაგალითები. ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა თუ როგორ უნდა შევქმნათ გზამკვლევი მოსწავლისათვის პროექტის ნებისმიერ ეტაპზე რათა სწორი მიმართულება მივცეთ ამა თუ იმ დავალების შესრულებისათვის. ამისათვის ვივარჯიშეთ პრაქტიკულადაც. შევქმენით გზამკვლევი მოსწავლეთათვის Powerpoint-ის პროგრამაში და შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში.
ამის შემდეგ ჩვენს პორტფოლიოს დავუბრუნდით, რომელშიც ყველა აქამდე შექმნილი და სენახული დოკუმეტის სახელწოდება შევცვალოთ. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ მომავალში შესაბამისი დოკუმენტაციის მოძებნისას არ გაგვირთულდეს ძიება. შესაბამისად, ორგანზიება გავუკეთეთ ყველა ფოლდერს.
შემდგომი ეტაპი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ეს ეხებოდა დოკუმენტაციის ბლოგზე ატვირთვას. ამისათვის ტრენერმა დაწვრილებითი ინსტრუქცია მოგვცა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელეთ ეს პროცესი. შემდეგ კი დავათვალიერეთ ატვირთული მასალა.
ტრენინგის მერვე დღეს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი რამ შევისწავლეთ.

Friday 12 September 2014

ტრენინგის მე-7 დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე, როგორც ყოველთვის, წინა დღეებში შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხი იყო მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება. შესაბამისად, ტრენერმა გაგვაცნო არაჩვეულებრივი Powerpoint-ის პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო თუ მოსწავლეთა რა საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ პროექტზე მუშაობისას. კერძოდ, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და დაწვრილებით განვიხილეთ, რა ტიპის დავალებების მიცემაა შესაძლებელი ამა თუ იმ ინტელექტის მქონე მოსწავლეთათვის. შემდეგ კი ტრენერმა დაგვავალა შეგვედგინა კონკრეტული დავალება ერთი რომელიმე, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისათვის (ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც სუსტი, ასევე მაღალი საჭიროების მქონე მოსწავლე), რომელსაც დაევალებოდა რაიმე კონკრეტული დავალების ან აქტივობის განხორციელება მისი უნარებიდან გამომდინარე, რასაკვირველია ჩვენი პროექტის შესაბამისად. ეს ყოველივე დამეხმარება სწორად მოვარგო დავალებები მოსწავლეთა საჭიროებებს, ისე რომ ყველა ტიპის მოსწავლე იყოს თანაბრად ჩართული პროექტზე მუშაობის პროცესში.
შემდგომი საკითხი შეეხებოდა კვლავ ბლოგზე მუშაობას, უფრო კონკრეტულად, დღეს ვისწავლეთ ბლოგში HTML გაჯეტის ჩასმა, მაგალითად საათის და ა.შ.
და ბოლოს კვლავ პროექტის გეგმებს დავუბრუნდით, რომელშიც დაწვრილებით აღვწერეთ და შევავსეთ ყოველი პუნქტი. დღეს დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.
ტრენინგის მეშვიდე დღე, წინა დღეების მსგავსად, ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემი იყო..

Sunday 7 September 2014

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ინსტრუმენტები ვისწავლეთ Powerpoint-ში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დაგვეხმარება ვიზუალურად ძალიან საინტერესო და ეფექტური პრეზენტაციის შექმნას შევძლებთ და ასევე დავეხმარებით მოსწავლეებს კარგი პრეზენტაციის გაკეთებაში. გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და იმ თანმიმდევრობას, რომელიც უნდა იყოს დაცული ამ პრეზენტაციაში. ამ ყველაფერზე პრაქტიკულადაც ვიმეცადინეთ. შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი პრეზენტაცია, რომელშიც თანმიმდევრობით იყო მოცემული პროექტის მიზანი, მიმდინარეობა, შედეგი და სხვა.
 შემდგომი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო შეფასების რუბრიკების განხილვა. ტრენერმა მიგვითითა რესურსები, სადაც შევძლებთ ვნახოთ შეფასების რუბრიკები. საკმაოდ მრავალფეროვანი რუბრიკები განვიხილეთ, რომლებსაც შევძლებთ მოვარგოთ ჩვენს პროექტს, თითქმის ყველა უნარის შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და პრაქტიკული თვალსაზრისით საკმაოდ გამოსადეგი დღე იყო.

Saturday 6 September 2014

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგის მეხუთე დღე მთლიანად ბლოგზე მუშაობას დაეთმო. დღის წესრიგის გაცნობისა და ბლოგთან დაკავშირებით წინა დღეს შესწავლილი მასალის გამეორების შემდეგ ტრენერი გვესაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა სხვადსხვა წყაროების მოძიებისას, რათა დაცული იქნას სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. შესაბამისად, პირველი საკითხი რაც დღეს შევისწავლეთ, იყო თუ როგორ უნდა მოვათავსოთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოში, კერძოდ კი საავტორო უფლებების საქაღალდეში ჩვენს მიერ გამოყენებული მასალების წყაროს მისამართები. შემდეგ კი უშუალოდ ბლოგზე გადავედით. უფრო კონკრეტულად, ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების დაწერა. ასევე თუ როგორ უნდა წავშალოთ და აღვადგინოთ ბლოგი. ვიმშავეთ ასევე ახალი ბლოგის შექმნაზეც, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის ბლოგი, როგორც მოსწავლის ნამუშევარი. მოსწავლის ბლოგი . ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაც დღეს ვისწავლეთ ბლოგის შესახებ იყო ბლოგში გაჯეტების ჩასმა და მათი მდებარეობის შეცვლა. ძალიან საინტერესო იყო სურათების ჩასმა, გამოკითხვების ჩასმა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ბლოგში გაჯეტების მდებარეობის შეცვლა.

Friday 5 September 2014

ტრენინგის მე-4 დღე

ტრენინგის მეოთხე დღის დასაწყისში კვლავ გავიმეორეთ წინა დღეების მასალა. შემდეგ კი ტრადიციულად, ტრენერმა წარმოგვიდგინა დღევანდელი დღის განრიგი. პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ დღეს განვიხილეთ, იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა. ტრენერის ბლოგზე გავხსენით ინტელის სასწავლო კურსი, რომელშიც გავეცანით შეფასების მეთოდებს, თუ რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ პროექტის განხორციელებისას და ა.შ. ამის შემდეგ კი დავიწყეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე მუშაობა. თავდაპირველად გავეცანით სხვადასხვა გეგმების ნიმუშებს და განვიხილეთ, შეფასების რომელი ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია პროექტის დაწყებამდე, მისი განხორციელების პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ. გავხსენით ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტის გეგმა, რომელზე მუშაობაც წინა დღეებში დავიწყეთ და მასში ამჯერად შევავსეთ კიდევ რამდენიმე პუნქტი; კერძოდ, შევარჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს პროექტს და შემდეგ კი ამ ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი დავწერეთ.
შემდგომი საფეხური იყო პორტფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება. ტრენერმა გვასწავლა თუ როგორ შევქმნათ პროექტის პრეზენტაცია Powerpoint-ში, როგორი თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ, რომ შევქმნათ ეფექტური და სრულყოფილი პრეზენტაცია.
ბოლოს კი, კვლავ ბლოგში მუშაობაზე გადავედით. კერძოდ კი დღეს დავამატეთ სურათის ჩასმა ბლოგში.
ტრენინგის მე-4 დღე წინა დღეების მსგავსად ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კი ვფიქრობ, რომ დრევანდელი კურსის შემდეგ ბევრად უკეთეს და ორგანიზებულ პრეზენტაციას გავაკეთებ.




Sunday 31 August 2014

ტრენინგის მე-3 დღე

 ტრენინგის მესამე დღეს თავდაპირველად გავეცანით დღის წესრიგს და ტრადიციულად გავიმეორეთ წინა დღის მასალა. შემდეგ კი გადავედით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: ესაა პროექტის გეგმაზე მუშაობა. გავხსენით ჩვენს საქაღალდეში შენახული სკოლის რესურსების საქაღალდე და მასში მოთავსებული პროექტის გეგმა მოვარგეთ ჩვენს მიერ მოფიქრებულ პროექტს. დროის უმეტესი და ძირითადი ნაწილი დავუთმეთ სტანდარტის განსაზღვრას და მის შეტანას პროექტის გეგმაში. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის შესაბამისად სტანდარტები და გარდა ამისა, განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები. ამისათვის ტრენერმა წამოგვიდგინა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც დაგვეხმარებოდა სწორად შეგვერჩია სიტყვები და მიზნები ყოფილიყო სტანდარტთან შესაბამისი. ამისათვის გამოვიყენეთ საგნრობრივი სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ბლუმის ტაქსონომია. აღნიშნული დოკუმენტები ძალიან დაგვეხმარა ზუსტად განგვესაზღვრა მიზანი. ამის შემდეგ გადავედით მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენაზე. ტრენერმა მოგვაქწოდა სრულყოფილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა დავალაგოთ მიმართულების კითხვები და სწორად შევარჩიოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. განვიხილით რამდენიმე მაგალითი და ნიმუში, რომლებიც დაგვეხმარა დაგვეხარისხებინა და სწორად შეგვერჩია კითხვები კატეგორიების მიხედვით. და ბოლოს კვლავ ვიმუშავეთ ბლოგზე, კერძოდ კი ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევცვალოთ მონაცემები ჩვენს ბლოგზე და შევცვალოთ მისი დიზაინი.
ტერნინგის მესამე დღე ასევე ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო.