Saturday, 13 September 2014

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მერვე დღე განსაკუთრებით საინტერესო და ცოტა რთულიც იყო. თავდაპირველად გავეცანით ფასილიტაციის ცნებას, განვიხილეთ კონკრეტულად რას ნიშნავს ფასილიტაცია, დავათვალიერეთ კონკრეტული მაგალითები. ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა თუ როგორ უნდა შევქმნათ გზამკვლევი მოსწავლისათვის პროექტის ნებისმიერ ეტაპზე რათა სწორი მიმართულება მივცეთ ამა თუ იმ დავალების შესრულებისათვის. ამისათვის ვივარჯიშეთ პრაქტიკულადაც. შევქმენით გზამკვლევი მოსწავლეთათვის Powerpoint-ის პროგრამაში და შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში.
ამის შემდეგ ჩვენს პორტფოლიოს დავუბრუნდით, რომელშიც ყველა აქამდე შექმნილი და სენახული დოკუმეტის სახელწოდება შევცვალოთ. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ მომავალში შესაბამისი დოკუმენტაციის მოძებნისას არ გაგვირთულდეს ძიება. შესაბამისად, ორგანზიება გავუკეთეთ ყველა ფოლდერს.
შემდგომი ეტაპი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ეს ეხებოდა დოკუმენტაციის ბლოგზე ატვირთვას. ამისათვის ტრენერმა დაწვრილებითი ინსტრუქცია მოგვცა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელეთ ეს პროცესი. შემდეგ კი დავათვალიერეთ ატვირთული მასალა.
ტრენინგის მერვე დღეს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი რამ შევისწავლეთ.

No comments:

Post a Comment