ტრენინგის მეოთხე დღის დასაწყისში კვლავ გავიმეორეთ წინა დღეების მასალა. შემდეგ კი ტრადიციულად, ტრენერმა წარმოგვიდგინა დღევანდელი დღის განრიგი. პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ დღეს განვიხილეთ, იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა. ტრენერის ბლოგზე გავხსენით ინტელის სასწავლო კურსი, რომელშიც გავეცანით შეფასების მეთოდებს, თუ რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ პროექტის განხორციელებისას და ა.შ. ამის შემდეგ კი დავიწყეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაზე მუშაობა. თავდაპირველად გავეცანით სხვადასხვა გეგმების ნიმუშებს და განვიხილეთ, შეფასების რომელი ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია პროექტის დაწყებამდე, მისი განხორციელების პროცესში და პროექტის დასრულების შემდეგ. გავხსენით ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტის გეგმა, რომელზე მუშაობაც წინა დღეებში დავიწყეთ და მასში ამჯერად შევავსეთ კიდევ რამდენიმე პუნქტი; კერძოდ, შევარჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს პროექტს და შემდეგ კი ამ ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი დავწერეთ.
შემდგომი საფეხური იყო პორტფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება. ტრენერმა გვასწავლა თუ როგორ შევქმნათ პროექტის პრეზენტაცია Powerpoint-ში, როგორი თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ, რომ შევქმნათ ეფექტური და სრულყოფილი პრეზენტაცია.
ბოლოს კი, კვლავ ბლოგში მუშაობაზე გადავედით. კერძოდ კი დღეს დავამატეთ სურათის ჩასმა ბლოგში.
ტრენინგის მე-4 დღე წინა დღეების მსგავსად ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კი ვფიქრობ, რომ დრევანდელი კურსის შემდეგ ბევრად უკეთეს და ორგანიზებულ პრეზენტაციას გავაკეთებ.
ნინო აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭიერებით <3
ReplyDeleteგმადლობთ <3
ReplyDelete